რუსეთს აღარ შეუძლია, გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის, მისი აგრესიული ყოფნის დემონტაჟი შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - ვოლოდიმირ ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 18:38 | 16.11.2023 ნანახია: 876რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვისას განაცხადა.
„რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის… ომისა და ქაოსის გასაღვივებლად ახლო აღმოსავლეთში – კერძოდ, სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ…
24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა სცადა ჩვენი რეგიონი და შავი ზღვა იარაღად გადაექცია. და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტის მიზანმიმართული განადგურება და საექსპორტო ინფრასტრუქტურა სჭირდებოდა აგრესორს, რათა გაენადგურებინა სურსათის გლობალური ბაზარი და ამით გამოეწვია ქაოსის ახალი აფეთქებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში...
ჩვენ მოვახერხეთ რუსეთისთვის ინიციატივის წართმევა შავ ზღვაში და შევქმენით უსაფრთხოების პირობები, რომლებმაც აიძულა აგრესორი, გაქცეულიყო ზღვის აღმოსავლეთი ნაწილიდან და დაემალა სამხედრო გემები. პირველად მსოფლიოში, შავ ზღვაში საზღვაო უპილოტოების ფლოტმა – უკრაინის ფლოტმა დაიწყო მოქმედება. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა, როგორც ჩვენი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რუსეთს აღარ შეუძლია, გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის…
მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოს, ხალხის, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოში. მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობლებს რეგიონში - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მოლდოვას - გლობალური უსაფრთხოების მხარეზე ყოფნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსული აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიებს შექმნას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
- არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება - პაპუაშვილი
- დღეს, 19:00 საათზე, ყველას რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა