საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იდეა დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
საქართველო, თბილისი - 17:30 | 16.11.2023 ნანახია: 1751
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „იდეა დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს - იდეა პანორამას, ვაკე - საბურთალოს ტერიტორიაზე, გ. დანელიას ქუჩაზე ახორციელებს.
„იდეა პანორამა“ - ს თანამედროვე კონცეფციის პროექტი მოიცავს 3 დამოუკიდებელ ბლოკს, რომელიც 3 ჰექტარზე აშენდება. საწყის ეტაპზე დაგეგმილია პირველი ბლოკის მშენებლობა, რომელიც 12 890 კვ.მ - ზე სამ საოფისე/კომერციულ და 11 სართულიან სახოვრებელ კომპლექსს გულისხმობს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სკვერი, საბავშო სათამაშო ზონებით, პადელის მოედანი, ღია და დახურული ავტოსადგომი და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, საერთო სარეკრეაციო ზონების, მათ შორის სასეირნო ბილიკებისა და საერთო გამწვანებულ ტერასის მოწყობა. მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
"პროექტის ერთ - ერთ მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობა წარმოადგენს. გვსურდა, ჩვენი მობინადრეებისთვის შეგვექმნა ბალანსი ქალაქსა და ბუნებას შორის და შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პანორამული ხედებით და სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდენ ცენტრალურ ლოკაციებთან (ქალაქის ცენტრალური პარკი; ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა; საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი; მეტრო უნივერსიტეტი და სხვა.) ამასთანავე, შენობას აქვს უნიკალური არქიტექტურა, რომელიც იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. „იდეა პანორამას” თითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ვერეს ხეობაზე და სწორედ ამიტომ, პროექტის ყველა ბინას აქვს მრავალფუნქციური ტერასა და აპარტამენტების თითოეული ოთახი მიმართულია ხედისკენ. პროექტი ასევე გამოირჩევა მაღალი საინვესტიციო პოტენციალით, რადგან ის სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს ბანკის მიერ არის დაფინანსებული, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის სიმშვიდეს „იდეა პანორამაში“ ინვესტირებისას“, - აცხადებს სანდრო თავხელიძე, იდეა დეველოპმენტის დამფუძნებელი.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. „იდეა დეველოპმენტთან“ პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - იდეა პანორამა ხორციელდება, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. აქვე, აღსანიშნავია რომ ფინანსური ინსტიტუტი მრავალი წელია „ოქსონ სოლუშენთან“ პარტნიორობს, რომლის მენეჯმენტის ქვეშ ერთიანდება „იდეა დეველოპმენტი“ და „მკისა“, რომელმაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნუშისა და მოცვის ბაღები გააშენა. მოხარული ვართ, რომ კომპანია მუდმივად ვითარდება და გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მის გაძლიერებას. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა გიორგი სახვაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















