ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ესპანური მედია

საქართველო, თბილისი - 17:29 | 16.11.2023
ნანახია: 4572

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება. ინფორმაციას ესპანური  მედია ავრცელებს.

ჩხრეკა ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში. ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.

იმ მისამართებს შორის, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.

სპეცოპერაცია ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლობით ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე