ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლიდან 12 წლის გოგო გაიტაცეს და სექსუალურად იძალადეს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 06.11.2023
ნანახია: 4558

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2011 წელს დაბადებული გოგო გაიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. ბრალდებული, 22 წლის კაცი დაკავებულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგო ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე