სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საქართველო, თბილისი - 15:47 | 27.09.2023
ნანახია: 13484

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე