რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:57 | 11.09.2023
ნანახია: 1614

რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო.

სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით მედია წერს, საზღვარზე განლაგებულია ტექნიკისა და აღჭურვილობის საცავები.

მედია აღნიშნავს, რომ პეტროზავოდსკში სამხედრო საწყობის პრიორიტეტული ამოცანა სავარაუდოდ უკრაინის ფრონტზე აღჭურვილობის მიწოდებაა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკინენის თქმით, სატელიტურ სურათებში დაფიქსირებული ცვლილებები ფინეთს საფრთხეს არ უქმნის.

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან რუსეთი შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე