ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ - ესპანური მედია

საქართველო, თბილისი - 13:48 | 05.09.2023
ნანახია: 1835

ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

მათივე ინფორმაციით, დაჯგუფება მადრიდში იყო განთავსებული და მას ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ. 

ჯგუფები რამდენიმე ადამიანის შემადგენლობით, სხვადასხვა ქალაქში, ათობით ობიექტს ძარცვადნენ, შემდეგ კი ტოვებდნენ ტერიტორიას.

ცნობილია, რომ თანხებს ჯგუფის წევრები საქართველოში და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ. 

პოლიციამ გამოავლინა სამი წევრი, რომლებიც ლუგოს პროვინციაში დააკავეს. სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე