„ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში - ლევან ბეჟაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:22 | 05.09.2023
ნანახია: 1060

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში.

მისი თქმით, პარტია პრეზიდენტს აკისრებს პასუხისმგებლობას, შეასრულოსდასავლელი პარტნიორების მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ აქვს არანაირი კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი და „ქართული ოცნება“ ამას იყენებს, რომ გადავუხვიოთ მთავარი თემებიდან. იმავდროულად „ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიო ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს, იმავდროულად პრეზიდენტს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, შეასრულოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მისი წილი პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამ იმპიჩმენტის პროცედურაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს, საერთოდ უსაფუძვლოა. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ შეასრულოს მისი წილი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე