არსებობს შეშფოთება საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ, გულს მტკენს ის, თუ როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს ციხეში - ჯორჯ ბუში
საქართველო, თბილისი - 11:59 | 04.09.2023 ნანახია: 954თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ შეერთებულ შტატებში. თუმცა, რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილში, რომელიც დევიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხა.
ბუში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და უკრაინაში მიმდინიარე ომს ეხმაურება.
ჯორჯ ბუშის წერილში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი და გამოთქმულია შეშფოთება, როგორ ექცევიან მას ციხეში:
"მე და ლორა ვუგზავნით მოკითხვას ქართველ ხალხს, ისევე როგორც კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრეებს. ახლა, როდესაც თქვენ თბილისში ხართ შეკრებილები, მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი. ამ ომის შედეგს უზარმაზარი გავლენა ექნება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. უკრაინის გამარჯვება დაამტკიცებს, რომ დემოკრატიული ძალების გამარჯვება შესაძლებელია, უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს თავისუფლების მოყვარული ადამიანების ძალას, უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება თქვენი ქვეყნის დეოკუპაციაც მოახდინოს პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ.
ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანს -ატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ეპყრობიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. არსებობს შეშფოთება თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და იმით, რომ თქვენი მთავრობა ჯეროვნად არ უჭერს მხარს უკრაინას. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო“,- ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.
პოლიტიკა
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
- არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება - პაპუაშვილი
- დღეს, 19:00 საათზე, ყველას რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა