„მეორე ნახევარი“ - თემურ ჩხეიძის სახელოსნოს პრემიერა სამეფო უბნის თეატრში

საქართველო, თბილისი - 13:39 | 11.03.2016
ნანახია: 2197

11 მარტს თემურ ჩხეიძის სახელოსნო პირველ პრემიერას გამართავს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „სამეფო უბნის თეატრში“ წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი მეორე ნახევარი“.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

მაკა კუკულავას პიესა „მეორე ნახევარი“ რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა დადგა.
„ცარიელ სახლში ანა და სანდრო ერთმანეთს უკანასკნელად ხვდებიან. ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის, რა აქვთ სათქმელი, რას მალავენ და რას ვერ ელევიან 25 წლის მანძილზე დაგროვილი შეცდომების ფონზე? ეს ღამე მათთვის დასასრულია, ან მეორე ნახევრის დასაწყისი“.

თემურ ჩხეიძის სახელოსნო - თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ინიციატივით 2014 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა.

ცენტრი სახელოსნოს პრინციპით მუშაობს და თეატრის რეჟისორებს, დრამატურგებსა და თეატრმცოდნეებს სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თავიანთი პროფესიული უნარების სრულყოფისა და შესაბამისი სპეციალობების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების დაეუფლების საშუალება აძლევს.

სპექტაკლი 11 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე