ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 18.08.2023
ნანახია: 2685

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და დისტრიბუციის კუთვნილი სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორივე ავტომობილის მძღოლები.

დაშავებულები ზუგდიდისა და ხობის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე