მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 18.08.2023
ნანახია: 2687

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ბიჭი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მიმავალი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე