ადამიანს რომ უყურებ, კანკალებს და აღარ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება იმ ადგილას, სადაც საშინელებები ნახა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს მის ნალაპარაკევში პოლიტიკური სარჩული - მოხალისე სტიქიის ზონაში
საქართველო, თბილისი - 11:00 | 17.08.2023 ნანახია: 1280როგორც კი ჩავედი, ეგრევე გამაფრთხილეს, რომ არ უნდა გადამეღო ტელეფონით არც ვიდეო და არც ფოტო, თუ ზემოთ, შოვის ტერიტორიაზე მოვხვდებოდი, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 23 წლის მათე ბაღაშვილმა უთხრა. ის სოფელ გლოლიდან არის და შოვში სტიქიის მესამე დღეს, 6 აგვისტოს, ჩავიდა.
მათე და სხვა მოხალისეები “დღვიორის ბანაკიდან” დახმარებას სთავაზობდნენ ყველას, ვინ ადგილზე მუშაობდა - პოლიციელებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, ადგილობრივებს.
“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პოლიციელის მანქანასთან მივიდოდი სნიკერსის დიდი ყუთით - და ისიც მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ამას არ ვაკეთებდით იმიტომ, რომ სახელმწიფო მათ არ აჭმევდა. ჩვენ გვინდოდა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ გამხნევებულები, საბრძოლო განწყობაზე და ის ტკივილი, რაც გვაერთიანებდა, რაღაცნაირად შეგვემსუბუქებინა, რომ ეპოვათ ძალა, რაც ჭირდებოდა დაკარგული ადამიანების ძებნას ტალახში და მიწაში”, - ამბობს მათე და ჰყვება, რომ ბანაკის მუშაობა მარტივი არ იყო.
მოხალისეები არ უნდა აჰყოლოდნენ მათი დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ხმებს, რომ მათი მიზანი სახელმწიფოს ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება იყო, რომ პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ატარებდნენ. მათ უნდა ეზრუნათ უსაფრთხოებაზე და დაეცვათ ყველა ის მოთხოვნა, რაც სახელმწიფო უწყებებმა დაუწესეს.
“როგორც კი ჩავედი, ეგრევე გამაფრთხილეს, რომ არ უნდა გადამეღო ტელეფონით არც ვიდეო და არც ფოტო, თუ ზემოთ, შოვის ტერიტორიაზე მოვხვდებოდი…აღმოჩნდა, რომ ეს წესი ყველასთვის მოქმედებდა და მოქმედებდა მკაცრად," - ამბობს მათე. სტიქიის ზონაში 4 აგვისტოდან სახელმწიფო უწყებები ზღუდავდნენ და მკაცრად აკონტროლებდნენ არა მხოლოდ მოხალისეების საქმიანობას, არამედ იმ ინფორმაციასაც, რაც შეიძლება იქიდან მედიას და მოქალაქეებს გამოეტანათ. შოვთან მიახლოება მხოლოდ შემოვლითი გზებით და არალეგალურად იყო შესაძლებელი, პოლიცია დღვიორას ხიდის იქით გადაადგილების და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა მედიას.
"იქ ყოფნისას ორჯერ სრულად გაითიშა ტელეფონის სიგნალი. ერთხელ შს მინისტრი რომ იყო ჩამოსული პირველად მაშინ და მეორედ არ მახსოვს, ვინმე იყო ჩამოსული თუ რამე სხვა ხდებოდა...
მე როგორც ვიცი, პირველ ორ დღეს ადგილობრივების მუშაობის, ძებნის და ძიების წილი იყო აბსოლუტური, ალბათ, 90% და სამაშველო სამსახურის - 10%. რაღაცნაირად სპეკულირებენ იმით, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ მაშველებს, მაგრამ ჩვენ მაშველებს არ ვაკრიტიკებთ, ვერავინ ვერ გაიქცევა სტიქიის ზონაში, თუ ხელმძღვანელები არ მისცემენ ბრძანებას.
პირველი ორი დღის განმავლობაში იპოვეს ყველაზე მეტი ცხედარი ზუსტად იმიტომ, რომ ადგილობრივები ეძებდნენ გარდაცვლილებს. თუ დააკვირდებით, მომდევნო დღეებში თითო-ორ ცხედარს პოულობენ. ადგილობრივები ბევრად კარგად იცნობენ იქაურობას და მოტივაციაც მეტი ქონდათ, დები და ძმები ყავდათ დაკარგული იმ ადგილას. 17 წლის ბიჭი მეუბნებოდა, ხელებს რომ ვიბან, მგონია, ცხედრის ნაშთები არ ჩამომდისო”, - ამბობს მათე.
მისი თქმით, უსამართლოა, როცა იქაურების საქმეს და სიტყვას პოლიტიკურ სარჩულს აკერებენ.
“არც კი იციან, ვინ არის პრემიერ-მინისტრი. [ისინი, ვინც პირველი ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ] პირდაპირ ამბობენ, რომ დაიგვიანეს. არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ “დაიგვიანეს” მიღმა არ არსებობს. ადამიანს რომ უყურებ და კანკალებს საუბრის დროს და აღარ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება იმ ადგილას, სადაც საშინელებები ნახა, ვერ ვხვდები საერთოდ, რას ნიშნავს მის ნალაპარაკევში პოლიტიკური სარჩული.”
მათე ამბობს, რომ ტრაგედიის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ სტიქიის ზონაში მუშაობა ამ დღეებში ყველასთვის მძიმე იყო - პოლიციისთვის, მაშველებისთვის, ჯარისკაცებისთვის. მძიმე იყო ტრაგედიის მშვიდად და უმტკივნეულოდ გადატანა.
“არასოდეს არ წარმომედგინა, რომ პოლიციელებს გამამხნევებელ სიტყვებს ვეტყოდი. იქ დავინახე პირველად ადამიანი პოლიციელი, რომელიც ფორმის მიღმა ჩვენსავით დარდობს, ემოციებს ვერ უმკლავდება - 3 წლის ბავშვი რომ იპოვეს შლამში, იმ დღეს ყველაზე ცხადი იყო, რომ მათაც ძალიან უჭირდათ მორალურად იქ ყოფნა”, - უთხრა მათე ბაღაშვილმა რადიო თავისუფლებას.
პოლიტიკა
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
- არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება - პაპუაშვილი
- დღეს, 19:00 საათზე, ყველას რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა