საქართველოს კაპიტალმა, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის დახმარებით, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით განათავსა $150 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები
საქართველო, თბილისი - 10:56 | 14.08.2023 ნანახია: 2331
საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP“, „კომპანია“), სს გალტ & თაგარტისა და შპს თიბისი კაპიტალის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონალურ ბაზარზე.
ობლიგაციების ემისია წარმატებით მოხდა 3 აგვისტოს, ხოლო ფასწარმოქმნის (book-building-ის) შედეგად, საპროცენტო განაკვეთი 8.5%-ით განისაზღვრა. საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-ის მიერ ობლიგაციებს მიენიჭათ BB- რეიტინგი. ფასიანი ქაღალდების დაშვება დამატებით იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგსა და Clearstream სისტემაში.
მოზიდული სახსრების ძირითადი ნაწილი, კომპანიის მიერ უკვე მობილიზებულ ლიკვიდურ სახსრებთან ერთად, მოხმარდება არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას. შედეგად, კომპანიის მთლიანი ვალი მიმდინარე $300 მილიონი აშშ დოლარიდან $150 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება.
გარიგება გამოირჩეოდა არაერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური მახასიათებლით, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და მას სამომავლოდაც წაახალისებს. ეს შესაძლებელი გახდა ჯგუფის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უპრეცედენტო გამოცდილებისა და კაპიტალზე/ინვესტორთა ბაზაზე წვდომის მეშვეობით. ობლიგაციების შესაძენად გამოთქმული ჯამური დაინტერესება დაახლოებით 33%-ით აღემატებოდა ობლიგაციების ემისიის მოცულობას. გარიგება დამატებით გამოირჩევა უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებით და მონაწილეობით როგორც ე.წ. საცალო ინვესტორების (55%), ისე საერთაშორისო და კომერციული ინვესტორების მხრიდან (45%). ასევე, აღნიშნული წარმოადგენს პირველ ადგილობრივ ემისიას უცხოურ ვალუტაში, რომელშიც საპენსიო სააგენტომაც მიიღო მონაწილეობა. ეს ყველაფერი ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და სს საქართველოს კაპიტალისა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.
სს საქართველოს კაპიტალის ობლიგაციების განთავსებაზე ერთობლივად მუშაობდნენ სს გალტ & თაგარტი და შპს თიბისი კაპიტალი. სტრატეგიული ინვესტორების იურიდიულ მრჩეველს წარმოადგენდა შპს დენტონსი (Dentons), ხოლო ემიტენტის ფინანსურ აუდიტორს - შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო (PwC). კომპანიამ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის ჩარჩოსთვის მოიპოვა ე.წ. მეორე მხარის მოსაზრება (Second Party Opinion) წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი კომპანია Sustainalytics-ისგან.
გარიგებას მხარი დაუჭირეს ჯგუფის გრძელვადიანმა პარტნიორებმა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB).
„მოხარული ვარ ამ მნიშვნელოვანი გარიგებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ჩვენ საქართველოს ბაზარს წარმატებით შევთავაზეთ ყველაზე დიდი კორპორატიული ობლიგაციების ემისია. მიუხედავად რთული გლობალური საკრედიტო ბაზრებისა, ამ ტრანზაქციამ მიიღო ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ადგილობრივი ინვესტორებისგან და განსაზღვრა სს საქართველოს კაპიტალისთვის მიმზიდველი პირობები. გარიგების მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებს: EBRD-ს, AIIB-ს, ADB-სა და IFC-ს. გარდა ამისა, მოხარული ვარ, რომ სს საქართველოს კაპიტალისა და მისი პორტფელის კომპანიებისთვის, აღმოვაჩინეთ ახალი ტიპის ინვესტორთა წრე და დაფინანსების წყარო, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ფასიან ქაღალდებზე რეკორდული რაოდენობის ინტერესის გამოხატვით გამოიჩინეს GCAP-ისადმი ძლიერი ნდობა. ჩვენს ფასიან ქაღალდებზე ძლიერი მოთხოვნა მეტყველებს იმაზე, რომ კაპიტალის ბაზრები საქართველოში სწრაფად ვითარდება და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების - გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მუდმივი წარმატებული მხარდაჭერით, შეიძლება გახდეს დაფინანსების მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყარო. ობლიგაციების ემისია წარმოადგენს GCAP-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაფინანსების წყაროებზე ჩვენს წვდომას, იქნება ეს საერთაშორისო თუ საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე.“ - ირაკლი გილაური, GCAP-ის გენერალური დირექტორი.
„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. გარიგების უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა გარიგების ზომა, მდგრადობასთან დაკავშირებული სტატუსი, მრავალფეროვანი ინვესტორთა ბაზა და ასევე, არასტაბილურ და მერყევ გლობალურ თუ რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოში ხელსაყრელი ფასწარმოქმნა, ეს გარიგება ადგილობრივი თუ რეგიონული სავალო დაფინანსების გარიგებებისთვის თავისუფლად შეიძლება იქცეს ახალ ნიშნულად. მსურს, მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს და მადლობა გადავუხადო მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - განაცხადა ირაკლი კირტავამ, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
„მოხარული ვართ, რომ ადგილობრივ ბაზარზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მსხვილი კორპორაციული ტრანზაქცია, რომელიც საცალო და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებით გამოირჩეოდა, თიბისი კაპიტალის თანამონაწილეობით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ სს საქართველოს კაპიტალს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყვეთ ხელი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. თიბისი კაპიტალი ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - აღნიშნავს მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
პოლიტიკა
- საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - სერგეი ლავროვი
- სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა
- სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა
- დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის - გია ვოლსკი
საზოგადოება
- საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება
- სანდრა ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება - მიხეილ სააკაშვილი
- წალენჯიხაში დავიწყეთ პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა, მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება სკოლებში - ანა წითლიძე
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა
სამართალი
- ბოლნისში ახალგაზრდა კაცმა ცოლი მოკლა, შვილი დაჭრა და თვითდაზიანებები მიიყენა
- ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დავაკავეთ, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - შსს
- თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა
ეკონომიკა
- გზავნილის კურსის აქცია საქართველოს ბანკისგან - ისარგებლე განსკუთრებული შეთავაზებით
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან IBIS-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება
- Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ქობულეთში 115 ნომრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი- DREAM RESIDENCE აშენდება- პარტნიორი საქართველოს ბანკია
მსოფლიო
- ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა
- ყარაბაღში საწვავის საცავის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 290 დაშავდა
- ლატვიაში დააჯარიმებენ ავტომობილების მძღოლებს ან მფლობელებს, წარწერისთვის - „მე რუსი ვარ“
- რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად შავი ზღვის ფლოტის მეთაური და 34 ოფიცერი დაიღუპა - უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები
კულტურა
- რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს - იუსტიციის სამინისტრო
- დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე
- გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო
კონფლიქტები
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
- აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
- ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დვანთან უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია - სუს-ი
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე - Geely Auto საქართველოში შემოვიდა
- სრულიად ახალი და ყველაზე მძლავრი მაზდა CX90 საქართველოშია
- სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- „სილქ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით გამოუშვა
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია
- საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია