სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 18:37 | 28.07.2023 ნანახია: 3513
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, განმარტება გავაკეთოთ გოგა რაზმაძის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ცალკეულ ქმედებებს ეხებოდა.
შემოსულ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაბარებულ იქნა გოგა რაზმაძე, რომელმაც უწყებაში, ადვოკატთან ერთად გამოცხადებისას, განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.
იმ პირობებში, როდესაც განცხადებაში მოყვანილი გარემოებები საჭიროებდა დაზუსტებას და განმცხადებელმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, უწყებამ განცხადების იმ შინაარსით იხელმძღვანელა, რომელიც წარმოდგენილი იყო და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაიწყო.
ვინაიდან განცხადება შეიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გოგა რაზმაძის მიმართ შესაძლო არაეთიკური და დისციპლინური გადაცდომების ნიშნებს, იგი არა დანაშაულზე რეაგირების, არამედ სწორედ დისციპლინური წარმოების ფარგლებში გადაეგზავნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსს, რომელიც კანონით ერთადერთი უფლებამოსილი უწყებაა, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო არაეთიკური, დისციპლინური გადაცდომები.
დანაშაულის ნიშნების არარსებობის დროს, დისციპლინური გადაცდომების შესასწავლად განცხადების გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. ამ წესს იცავს საგამოძიებო სამსახური 2019 წლიდან მოყოლებული. კერძოდ, 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რეაგირებისთვის გადაგზავნილია 191 კორესპონდენცია. 2022 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ამავე უწყებას გადაეგზავნა 179 კორესპონდენცია.
რაც შეეხება შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში განმცხადებელთან გასაუბრებას, იგი მიღებული პრაქტიკაა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში და ეს პროცესი განმცხადებელთან გასაუბრების გარდა არ შემოიფარგლება სხვა რაიმე მოქმედებით. განმცხადებელთან გასაუბრება კი ემსახურება იმ სამართლებრივ მიზნებს, რომ გონივრულ დროში მისი უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამომძიებელმა სწორად შეაფასოს შესაძლო დანაშაული, სწორად იქნას განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაცია და საგამოძიებო ქვემდებარეობა.
ზემოხსენებული სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე, წლების მანძილზე გასაუბრების პრაქტიკას იყენებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მას გონივრულობის ფარგლებში იყენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. უფრო მეტი სიცხადისთვის და თვალსაჩინოებისთვის, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიების დაწყებამდე გაესაუბრა 2157 სავარაუდო მსხვერპლს, 2021 წელს - 2650 სავარაუდო მსხვერპლს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წელს არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გაესაუბრა 1623 სავარაუდო მსხვერპლს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სავარაუდო მსხვერპლთან ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომლის შედეგადაც სრულად არის უზრუნველყოფილი მსხვერპლთა ჩართვა საგამოძიებო პროცესში. კერძოდ, პირველივე დღიდან გასაცნობად ხელმისაწვდომია საქმის მასალები, ასევე ხდება დაცვის ღონისძიებების გამოყენების შეთავაზება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















