შუახევში 2 ქალს და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 00:34 | 18.07.2023
ნანახია: 2898

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა, - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა, რომელსაც 12 ნაკერი დაადეს.

არსბული ინფორმაციით, 74 წლის ქალი, შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე