პირს, რომელმაც რუსთავში შვილის არასრულწლოვან გერზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდება წარედგინა

საქართველო, თბილისი - 19:34 | 07.07.2023
ნანახია: 2688

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, რუსთავში, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის არასრულწლოვან გერზე. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივლისს დააკავეს.  მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე