ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში, მან უსაფრთხოებას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ, თქვა, რომ ნატო არის მშვიდობა - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 18:35 | 01.06.2023
ნანახია: 554

ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში, მან უსაფრთხოებას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ, თქვა, რომ ნატო არის მშვიდობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკიმ თქვა, რომ იქნება მშვიდობა ნატოსთან ერთად ან ომი/ოკუპაცია რუსეთთან ერთად.

მას არ უხსენებია საქართველო ბელორუსიის კონტექსტში. მან უსაფრთხოებას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ. გამოსავალი არის ნატოში გაწევრიანება.

თქვა, რომ ნატო არის მშვიდობა!

პროპაგანდა ისედაც აკეთებს ინტერპრეტაციებს“, - წერს დეკანოიძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე”.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე