არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო - გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკიზე
საქართველო, თბილისი - 15:53 | 01.06.2023 ნანახია: 541არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
ვოლსკის ჰკითხეს როგორ შეაფასებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ „ბელარუსსა და საქართველოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში მიათრევენ“.
მისი თქმით,ზელენსკის განცხადება პირველი არ არის.
„მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერული რეისებით მოხალისეები არ გაუშვა და ომში არ ჩაერთო. მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა, ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. განსხვავებას თუ ვერ ახერხებ, ეს საფუძველია, ვიფიქროთ, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოში რევოლუცია სურს, რათა საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე”.
პოლიტიკა
- გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობისთვის ჯილდო მიიღო
- ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს პროვოკაციებში - მამუკა მდინარაძე
- მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს - პაატა მანჯგალაძე
- პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა
მსოფლიო
- აშშ ერაყიდან ჯარების გაყვანას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს - Reuters
- კურსკის ოლქში უკრაინის ძალები 93 დასახლებას აკონტროლებენ - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - კანადის თავდაცვის სამინისტრო
- ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის
- Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
- თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღიქვამ - "თეგეტა მოტორსის" საზაფხულო კამპანია
- რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას "თეგეტაც" შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა