გახსენით საქართველოს ბანკის პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%, საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია
საქართველო, თბილისი - 14:38 | 01.06.2023 ნანახია: 678
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მათ საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს, 1 ივნისიდან Cashback აქციაში ჩართვას სთავაზობს, რაც ელ. კომერციაში ბიზნესსაჭიროებებისთვის ნებისმიერ ვალუტაში დახარჯული თანხის 50%-ის უკან დაბრუნებას გულისხმობს.
ონლაინ ანგარიშის გახსნისა და Mastercard-ის ბიზნესბარათის აღების შემდეგ, ბარათით გადახდისას ელ. კომერციაში ბიზნესმომხმარებელი 1 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ვალუტით (ევრო, დოლარი, ლირა, ლარი...) ონლაინ გადახდისას დახარჯული თანხის 50%-ს დაიბრუნებს, რაც მაქსიმუმ 500 ლარს შეადგენს.
იმისათვის რომ მომხმარებელი Cashback-ის აქციაში ჩაერთოს, საჭიროა საქართველოს ბანკის პირველი ბიზნეს ანგარიშის ონლაინ გახსნა bonline.ge- ზე და Mastercard-ის ბიზნეს ბარათის (ციფრული ან ფიზიკური) შეკვეთა.
აღნიშნული ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ ონლაინ გადახდაზე. მაგალითად, ონლაინ შოპინგი, მარკეტინგული ხარჯები, მიტანის სერვისი, ტაქსით სარგებლობა.
„საქართველოს ბანკი ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს და ბიზნესმომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უკეთებს. ამ მიზნით, ბანკი Mastercard-თან ერთად Cashback აქციას დღეიდან იწყებს. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს და შეუკვეთავს მასტერქარდის ბარათს, შესაძლებლობა აქვს დახარჯული თანხის 50% დაიბრუნოს. გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, – აღნიშნავს ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია გორგილაძე.
Cashback-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე: https://go.bog.ge/3OPWI2r
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















