ბოლომდე უნდა შევითვისოთ, რომ რუსეთის დამშვიდების მექანიზმს არსად უმუშავია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:33 | 31.05.2023
ნანახია: 466

საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობისთვის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მსოფლიო წესრიგის ფონზე, რომელიც დაკავშირებული იქნება უკრაინის გამარჯვებასთან და რასაც ვერ მივაღწიეთ 2008 წელს. 2014 წელს უკრაინამ ვერ მიაღწია, რომ მსოფლიოს დაენახა რუსეთის ნამდვილი ბუნება, ეს არის რუსეთის მხრიდან აგრესიისა და ომის გამართლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მსოფლიოს ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გაიაზროს და იცოდეს, რომ მასაც გააჩნია საზღვრები.

„ჩვენ ბოლომდე უნდა შევითვისოთ, რომ რუსეთის დამშვიდების მექანიზმს არსად უმუშავია. ევროკავშირის გაფართოებამ უბიძგა რუსეთს აგრესიისკენ და ასევე, რუსეთის იმპერიალისტურმა ბუნებამ უბიძგა ამისკენ. რუსეთი დაშინებით ცდილობს, მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი. არასაკმარისი შემართულობის სიგნალები 2008-2014 წლის მოვლენების თვალსაზრისით იყო წამახალისებელი, ლუგანსკსა და დონეცკში შესვლამ უბიძგა რუსეთს, გაეკეთებინა უფრო მეტი. ყოფილი ვარშავის პაქტის წევრებმა შეიძლება, დაადასტურონ, რომ ისინი მშვიდობისა და სტაბილურობის პერიოდს გადიან. ეს არის ჩვენი მომავალი. ამიტომ, ევროპული კავშირის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესია. ეს არის ასევე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალი, ეს არის ხანგრძლივი სტაბილურობის გზა და ისტორიის გაკვეთილი. ჩვენ თუ ჩამოვრჩებით ამ პროცესებს, რუსეთი მოითხოვს ჩვენგან მაქსიმუმს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე