შესაძლებლობა ცოდნის მაძიებლებისათვის - „თეგეტა აკადემიაში“ 50-ამდე ახალგაზრდამ ავტომობილის აგებულების კურსზე სწავლა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 18:17 | 30.05.2023 ნანახია: 396„თეგეტა ჰოლდინგმა“, შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, სამსახურის მაძიებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება განსხვავებული, კიდევ უფრო მოქნილი ფორმატით შესთავაზა. წელს პროგრამისთვის „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რეკორდული რაოდენობის - 50 კანდიდატი შეირჩა. ავტომობილის აგებულების კურსი როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე, პარალელურად, სამი ახალი ჯგუფისთვის დაიწყო.
ავტოინდუსტრიით დაინტერესებული კანდიდატები სწავლების პერიოდში ავტომობილის აგებულების შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ და თეგეტას პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს შეისწავლიან.
თათა კანდელაკი, „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტი: „პირველი კურსის სტუდენტი ვარ და ჩემთვის დიდი კომფორტია ნახევარ განაკვეთზე სწავლის შესაძლებლობა. ამით შემიძლია არც უნივერსიტეტს მოვაკლო დრო და რესურსი და არც აკადემიას. მანქანებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მართვის მოწმობა ავიღე და ავტომობილი შევიძინე, მინდოდა მცოდნოდა ყველაფერი, რაც ჩემს მანქანას დასჭირდებოდა და ვხვდები, რომ ძალიან სწორ ადგილას მოვხვდი. აქ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ და ვგრძნობ, რომ დიდ გამოცდილებას ვიღებ“.
კურსის დასრულებისას წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სტიპენდიები გადაეცემათ, შემდეგ კი თეგეტას სხვადასხვა ფილიალში სერვისის ან გაყიდვების მიმართულებით დასაქმდებიან.
აკაკი არჩვაძე, „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტი: „სამედიცინო უნივერსიტეტი ორი წლის წინ დავამთავრე და ახლა გადავწყვიტე, რომ ახალი პროფესიის სწავლა ნულიდან დავიწყო. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს მანქანები და ყოველთვის მინდოდა, ჩემი საქმე საავტომობილო სფეროსთან ყოფილიყო დაკავშირებული. მიხარია, რომ მოვახერხე და ამ კურსზე მოვხვდი. ჩემს ჯგუფში სწავლა სრული განაკვეთით მიმდინარეობს, პროცესი ძალიან ინტენსიურია და უამრავ ახალ ინფორმაციას ვიღებ. მართალია, ჯერჯერობით კურსი არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის ვიქნები და გაყიდვების მიმართულებით დასაქმებასაც შევძლებ“.
მიმდინარე პერიოდში სწავლის პროცესში გამოყენებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც საქართველოში გასულ წელს „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დანერგა. პლატფორმა აერთიანებს 3 000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მიმართულებით. პლატფორმაზე შესაძლებელია გეიმიფიკაციით, მაღალი დონის ინტერაქციითა და სიმულაციებით ისწავლო ავტომობილის აგებულება და მუშაობის პრინციპები. ELECTUDE-ის საშუალებით შესაძლებელია სასწავლო მოდულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება მონაწილის პროფილის, გამოცდილებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „სულ უფრო მეტი სტუდენტი ინტერესდებოდა ჩვენი პროგრამით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ნახევარი განაკვეთის ფორმატი დაგვემატებინა და კანდიდატებისთვის არჩევანის გაკეთების საშუალება მიგვეცა. საბოლოოდ,„თეგეტა აკადემიაში“ წელს პირველად სამი პარალელური ჯგუფის ტრენინგი დაიწყო, სადაც სფეროს შესწავლით დაინტერესებული 50 ახალგაზრდა განაწილდა. მონაწილეები ახალი ცოდნის მიღების პროცესში ინოვაციურ ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ს იყენებენ, რაც გაყიდვებისა და სერვისის ჯგუფს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს და რაც მთავარია, ეს ხდება ბევრად უფრო ეფექტიანად და მოკლე ვადაში. „თეგეტა აკადემიის“ კურსი ერთგვარი გამოწვევაა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს“.
„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ - პროექტის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგში“, ჯამში, აკადემიის 400-ამდე წარმატებული კურსდამთავრებულია დასაქმებული.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემიის“ მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ამასთან ერთად, „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- მივმართავ საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით ქართველი ხალხის გვერდით - თინა ბოკუჩავა
- საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა - ISW
- წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ - შალვა პაპუაშვილი
- ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციისკენ და მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ ამას - ჯიმ რიში
საზოგადოება
- 25-დან 27 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
- Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-ს ერგო - გუნდის მხარდამჭერი კვლავ „თეგეტა ჰოლდინგია“
- "თეგეტა აკადემიის" ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა
- რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა