ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს და საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებს - ხატია დეკანოიძე
საქართველო, თბილისი - 17:53 | 30.05.2023 ნანახია: 604„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად ღარიბაშვილი საუბრობს იდენტურად ისე, როგორც საუბრობს კრემლი და რუსეთის ხელისუფლება. მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის. ძალიან ბევრი პარტნიორი გამოეხმაურა მის გზავნილებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც მან წარმოთქვა ის სიტყვები, რომელიც ნამდვილად საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის“, - განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოს არჩეული აქვს გზა, ეს არის ევროინტეგრაცია და ნატო. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს ზუსტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ ვერავითარი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერ გადაახვევინებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით ყველაფრისთვის მზად არის და ამის თვალსაჩინო მაგალითია ის პროპაგანდა, რასაც ადგილი აქვს მმართველი პარტიის და ხელისუფლების მხრიდან.
„მსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ მძიმე პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ემზადებიან. ეს იქნება ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, მსგავსი გზავნილები ამ დარბაზშიც მოვისმინეთ. ეს იქნება შემდეგი, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე, სამაგიეროდ, დაიწყება ვითომ ე. წ. მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ და ღარიბაშვილის განცხადება არის ზუსტად ამის წინაპირობა. ეს არის ის მძიმე პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მთავარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს მტერია და მას არ სჭირდება მიზეზი იმისათვის, რომ სუვერენულ, თავისუფალ ქვეყნებს დაესხას თავს.
„რუსეთმა დაიწყო ომი 2008 წელს საქართველოში, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში. მას არავითარი მიზეზი ამისთვის არ სჭირდება, მთავარი მიზეზი პუტინისთვის რაც არის, ეს არის ის, რომ მას არ სურს იხილოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული უკრაინა და საქართველო, მოლდოვა და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ის მიიჩნევს უპირობოდ თავის საკუთრებად. რუსეთს არ სურს საქართველო იყოს განვითარებული ევროპის ნაწილი. ტყუილია, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს სანაცვლოდ მივიღოთ რამე ქმედება და დაპირება. რუსეთს სურს მიიერთოს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ შთანთქას სრულიად საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ვინც ამას ვერ ხედავს, ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს აყენებს საპირწონედ პროპაგანდასთან და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებასთან, ის იქნება ძალიან მძიმედ შეფასებული საქართველოს ისტორიის მიერ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















