წარმოუდგენელია...რა დაემართა საქართველოს? - ბენ ჰოჯესი ბრატისლავაში ღარიბაშვილის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 17:38 | 30.05.2023
ნანახია: 382

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.

„წარმოუდგენელია...საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?“, - წერს ბენ ჰოჯესი.

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე