Volvo EX30 SUV-ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემით იქნება აღჭურვილი
საქართველო, თბილისი - 19:31 | 29.05.2023 ნანახია: 2828
Volvo EX30 ახალი სრულად ელექტრო მცირე ზომის SUV, შვედური ბრენდის აქამდე წარმოებულ მოდელებს შორის ყველაზე უსაფრთხო იქნება. სკანდინავიური კომპანიის 96-წლიანი გამოცდილებით შექმნილ მოდელს მომხმარებელი მალე, ივნისის პირველივე კვირაში იხილავს.
უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემების დახმარებით, ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, როგორიც მაგალითისთვის, ავტომობილის კარის გაღების შედეგად ველოსიპედისტების დაზიანებაა. ევროპის ზოგიერთ ქალაქში უბედური შემთხვევების მეხუთედი სწორედ მსგავს ფაქტებზე მოდის.
ასეთი ინციდენტების შესამცირებლად, Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების სიგნალით, რომელიც მძღოლს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალით მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს. კარის გაღების გაფრთხილება ვოლვოს Safe Space ტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია.

ასა ჰაგლუნდი, ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი: ,,ავტომობილებს, ქვეითებს და ველოსიპედისტებს, თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაიცვან მოძრაობის წესები და გაითვალისწინონ გარშემომყოფები. Volvo EX30-ით ჩვენ ახალ დონეზე აგვყავს ქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით თანამედროვე გადატვირთულ უბნებში“.
უახლესი დამცავი სისტემები
თითქმის არ არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული სცენარი, რაც ვოლვოს ახალ EX30- ში გათვალისწინებული არ არის. მასში ჩამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემები ეფუძნება კვლევას, რა დროსაც რეალურ სამყაროში მომხდარი უბედური შემთხვევები შეისწავლეს. მიღებული მონაცემების გადამუშავების შემდეგ კი ვოლვოს ინჟინრებმა უსაფრთხოების უნიკალური ტექნოლოგია შექმნეს.
დაცვის მაღალი დონე ყველა დეტალში გათვალისწინებულია, კარკასით დაწყებული, მექანიზმით დასრულებული.
EX30-ის შასი და უსაფრთხოების კარკასი აგებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადის სხვადასხვა ფორმით, რაც ავარიის ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. ასევე ახალ ელექტრომოდელში მძღოლის სავარძლის შიდა მხარეს უსაფრთხოების გვერდითა ბალიშია განთავსებული, რომელიც იცავს მას თავისა და გულმკერდის დაზიანებისაგან, გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში.

მანქანა, რომელიც გეხმარება, როცა ეს გჭირდება
EX30-ი აღჭურვილია გაფრთხილების სისტემით, რომელიც აკვირდება მძღოლის მოტორიკას, მოძრაობის ინტენსივობას და სიტუაციასთან შესაბამისობას. გარდა ამისა, ამოიცნობს, თუ როდის უშვებს მძღოლი საჭეს ხელს. ავტომობილს ასევე აქვს სპეციალური სენსორი, რომელიც მძლავრი ალგორითმებით მუშაობს და საჭის უკან მდებარეობს. ის თვალებსა და სახეზეა კონცენტრირებული და მიმიკებს წამში დაახლოებით 13-ჯერ ზომავს. ამ გზით სისტემა იღებს ინფორმაციას მძღოლის მდგომარეობის შესახებ, ხომ არ არის მისი ყურადღება გაფანტული, ხომ არ ეძინება ან ხომ არ მოდუნდა ისე, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.
ასევე ავტომობილს აქვს ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ EX30-ს სხვა მანქანა მოულოდნელად გადაუჭრის გზას, ის ავტომატურად დაამუხრუჭებს.
დამატებით დეტალებს EX30-ის შესახებ მომხმარებელი უკვე 7 ივნისს შეიტყობს, როდესაც სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის გლობალური დებიუტი შედგება. იმავე დღეს, ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება შესაკვეთად ან წინასწარი შეკვეთისთვის შერჩეულ ბაზრებზე.
--
გასულ წელს Volvo Car Group- ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.
სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას ,,ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. ,,თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















