„ავტო გალერი“ - ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი ქართულ ბაზარზე
საქართველო, თბილისი - 18:12 | 29.05.2023 ნანახია: 2744
მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო პერიოდში ეს ტენდეცია საქართველოს ბაზარზეც იგრძნობა. ამას ადასტურებს კომპანია „ავტო გალერის“ გაყიდვებიც, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. ეკომეგობრულ ტრანსპორტზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით „თეგეტა ჰოდლინგის“ შვილობილმა კომპანიამ, გასულ წელს სტრატეგია შეცვალა და ელექტრომობილები პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდვების ლიდერი გამორჩეული დიზაინის ელექტრომობილი Volkswagen ID4-ია. სრულად დამუხტვის შემთხვევაში ავტომობილი 500 კმ-ს ფარავს. ამ მოდელის გარდა, „ავტო გალერი“ მომხმარებელს ეკომეგობრული ტრანსპორტის დიდ არჩევანს სთავაზობს - დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეარჩიონ სასურველი მოდელი, რომლის ჩამოყვანასაც კომპანია თავად უზრუნველყოფს.

ვალერ ბარამიძე, „ავტო გალერის” დირექტორი: „აშკარაა, ელექტრომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი კომპანიაც სწრაფად მოერგო არსებულ სიტუაციას და მომხმარებელს მისთვის სასურველი ავტომობილები შესთავაზა. მოთხოვნის ზრდაზე ცალსახად მიუთითებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2021 წლის შემდეგ გაყიდვები თითქმის ყოველწლიურად ორმაგდება. გარემოზე ნაკლები ზემოქმედების გარდა, ელექტრომობილების უპირატესობები აშკარაა, - არის ძალიან კომფორტული, ნაკლებად საჭიროებს სარემონტო მომსახურებას და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საავტომობილო ხარჯები უფრო ეფექტურად განკარგოს. გეგმური მომსახურების მიღებისას, ავტოგალერის სერვისში, მომსახურებას მაღალი კვალიფიკაციის მქონდე ელექტრიკოსები გაგიწევენ. ელექტრომობილების მეტი პოპულარიზაციისათვის, ძალიან მნიშნელოვანია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამაზე უკვე წლებია ზრუნავს „თეგეტა ჰოლდინგი“, რომლის შემადგებლობაში „ავტო გალერი“ საქმიანობს. ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 50-მდე ჰოლდინგის და 200-ზე მეტი სხვა დასამუხტი სადგური. დამტენების ქსელის გაფართოება წელსაც იგეგმება“.
შოურუმში ავტომობილის შეძენისას, მომხმარებელი 2-წლიანი საგარანტიო მომსახურებით სარგებლობს. „ავტო გალერის“ სერვისი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციის მქონდე ელექტრიკოსებით, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების კურსებს, იმისათვის რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
ვალერ ბარამიძე, „ავტო გალერის” დირექტორი: „ჩვენი კომპანიის საქმიანობა, ცხადია, მხოლოდ ელექტრომობილების რეალიზაციას არ მოიცავს. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შესაბამისი მომსახურებაც შევთავაზოთ. კვალიფიციური კადრები სერვისში და თანამედროვე დანადგარები ის უპირატესობებია, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს“.
ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით „ავტო გალერი“ მომხმარებელს სხავდასვა აქციებსაც სთავაზობს. ამჟამად Volkswagen ID.4-ს მომხმარებელი $39,500-ის ნაცვლად, $35,500-დ შეიძენს. სპეციალური შეთავაზება აქვთ კომპანიაში SOLO მომხმარებლისთვისაც, ამ შემთხვევაში ავტომობილის ფასი $35,100-ია ხოლო გარანტია აღნიშნული აქციის ფარგლებში 5 წელი ან 150 000 კმ გარბენი. აქცია „ავტო გალერიში“ ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
--
„ავტო გალერის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანია დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების იმპორტს უზრუნველყოფს. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















