„თეგეტა ჰოლდინგი“ და „ვოლვო ქარ კავკასია“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს წელსაც შეუერთდნენ
საქართველო, თბილისი - 18:38 | 22.05.2023 ნანახია: 620
საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს მეშვიდედ შეუერთდა. ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან, „თეგეტა ჰოლდინგთან“ და „ვოლვო ქარ კავკასიასთან“ ერთად, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გამართა.
#გადახედემობილობას, #ქუჩებისიცოცხლისთვის - ასეთი იყო წლევანდელი ღონისძიების სლოგანი. უცვლელი დარჩა გლობალური კვირეულის მიზანი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირებას გულისხმობს. ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და, სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე: „გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული, რომელიც უკვე მეშვიდედ აღინიშნა მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, გულისხმობს საუბარსა და ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით. ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ, ისეთი ინტერვენციები გავატაროთ, რაც ყოველწლიურად შეამცირებს გზებზე მსხვერპლს. წლევანდელი კვირეულის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შეხვედრები ახალგაზრდებთან, რომლებიც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აუდიტორიაა. გადამწყვეტია, რომ მათ თავიდანვე კარგად ჰქონდეთ გააზრებული საკითხის აქტუალურობა და პასუხისმგებლობა, რომელიც საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს ეკისრება. საქართველო საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. პრობლემებია ტექნიკური ინსპექტირების მხრივ - ეს რეფორმა გასაუმჯობესებელია; აღმოსაფხვრელია ინფრასტრუქტურული ხარვეზები დედაქალაქშიც და განსაკუთრებით რეგიონებში; ცალკეა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა. გამოწვევა ბევრია, თუმცა ვფიქრობ, მუშაობისა და მიზანმიმართული ქმედების შედეგად ეს ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და მოგვარდეს“.
გლობალურ კვირეულს ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი და კერძო კომპანიები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ, საერთო მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ. მათ შორის არის „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც გაეროს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებს, თავის შვილობილ კომპანია „ვოლვო ქარ კავკასიასთან“ ერთად უჭერს მხარს.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „უსაფრთხოება ,,თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. წელს უკვე მეორედ ვუერთდებით გლობალურ კვირეულს. ჩვენი ჩართულობა ამჯერად დედაქალაქს გასცდა. ,,თეგეტას“ ქუთაისის მომსახურების ცენტრში, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მომხმარებელს საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცა. ვფიქრობთ, კვირეულში ჩართვით შევძელით, სულ უფრო მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი“.
საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „ვოლვო ქარ კავკასიისთვის“ საკვანძო პრიორიტეტია. თავის მხრივ, Volvo მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მდგრადი საავტომობილო ბრენდია. შვედურ კომპანიას რეგიონში „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს, რომელიც ბრენდის მიღწევებსა და ხედვებს უსაფრთხოების საკითხებში გარშემომყოფებს აქტიურად უზიარებს. წელს ასეთი საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში შედგა.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: ,,კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან უსაფრთხოებასა და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებსაც Volvo მომხმარებელს სთავაზობს. 1959 წელს შვედური ბრენდი პირველი იყო, რომელმაც უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი შექმნა და უკლებლივ ყველა ავტომწარმოებელს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. სწორედ ამ ღვედის დამსახურებით მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა. ვოლვოს ინოვაციაა ბავშვის სავარძელიც, რომელიც ავტომობილში მოძრაობის საპირისპირო მხარეს მაგრდება და ყველაზე საიმედოა. სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა შექმნეს „ბრმა ზონების“ კონტროლის მექანიზმიც, რომელიც მძღოლს შეჯახებისგან იცავს. 2020 წლისთვის Volvo Cars-ის მისია იყო, მის ავტომობილებში გარდაცვალების მაჩვენებელი ნულის ტოლი ყოფილიყო. ბრენდის შემდეგი მისიაა, რომ დაზიანების მაჩვენებელიც ნულოვანი იყოს როგორც ავტომობილში მსხდომთათვის, ასევე მათთვისაც, ვინც შესაძლოა ვოლვოს წინ გადაურბინოს“.
დედაქალაქის გარდა, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისშიც. მოსწავლეები ქალაქის მერს შეხვდნენ და საგზაო მოძრაობის კუთხით ადგილზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საკითხზე იმსჯელეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. სტუდენტებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული გაეროს წევრ ქვეყნებში ერთსა და იმავე პერიოდში იწყება და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ახალი სლოგანით და უცვლელი ამოცანით კვირეული ზუსტად ერთი წლის თავზე დაბრუნდება.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















