გუშინდელ პროცესებს სრულად მართავდა სუსი, „რუსული ოცნება“ და ჩინჩალაძე - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 18:39 | 18.05.2023 ნანახია: 783
გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუსი, „რუსული ოცნება“ და ჩინჩალაძე, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება გუშინ, 17 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას.
„გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუსი, „რუსული ოცნება“ და ჩინჩალაძე.
გუშინ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრების ზურაბ ბენაშვილისა და ტრისტან გურასპაშვილის მეუღლეები ჩინჩალაძის თანამშრომლები არიან სააპელაციო სასამართლოში.
ტრისტან ბენაშვილის ცოლია თათია ძმანაშვილი, ჩინჩალაძესთან მუშაობს სააპელაციო სასამართლოში.
გურასპაშვილის ცოლია თაკო ბლიაძე და ეს ადამიანიც სააპელაციოში მუშაობს ჩინჩალაძესთან.
ტრისტან ბენაშვილიც სააპელაციოში მუშაობდა თავმჯდომარის ბიუროში, ჩინჩალაძის საყრდენი კადრია.
არჩევის წინ გადაიყვანეს სემეკში თვალთმაქცურად, რომ ვითომ სხვა სისტემის თანამშრომელი იყო.
უახლოეს პერიოდში ჩინჩალაძე ეცდება ცოლებიც მოსამართლეებად გაამწესოს და კიდევ უფრო განამტკიცოს კლანი.
რუსი ოლიგარქი ივანიშვილის, ბანკი "ქართუს" წარმომადგენელი ხელისუფლება, საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური დაჯგუფება და გადანაწილებული ბიზნესები, გავლენები. ჯიბეში ჩადებული სასამართლო ხელისუფლება - ეს უნდა იყოს მთავარი სამიზნე ყველა პატრიოტი ადამიანის, პოლიტიკოსის, ოპოზიციური არხების. რაში ხარჯავთ დროს ? რატომ ცდილობთ ადამიანებში უიმედობის გაღვივებას ? რა პირადი ინტერესები გაქვთ ასეთი, რომ რუსულ გავლენებზე, ხელისუფლებაზე მეტად სხვა საქმე გაინტერესებთ ?
უმძიმესი რეალობა გვაქვს და უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის !!! აუცილებლად გავიმარჯვებთ პუტინისტურ რეჟიმზე.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
პოლიტიკა
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს მიმართავს
სამართალი
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- 18-19 ოქტომბრის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული - ვაჟა სირაძე
- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
- თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება