ფეხბურთის მწვრთნელს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 16:48 | 18.05.2023
ნანახია: 1523

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებებში  ბრალდებული  დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის  მწვრთნელი,

ამავე საფეხბურთო კლუბის არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი  შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე