ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი
საქართველო, თბილისი - 19:49 | 14.05.2023 ნანახია: 22864საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
სუს-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
პოლიტიკა
- ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან "ნაცია", ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი - მამუკა მდინარაძე
- მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს - სალომე ზურაბიშვილი
- მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ - სალომე ზურაბიშვილი
- გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობისთვის ჯილდო მიიღო
მსოფლიო
- ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
- აშშ ერაყიდან ჯარების გაყვანას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს - Reuters
- კურსკის ოლქში უკრაინის ძალები 93 დასახლებას აკონტროლებენ - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - კანადის თავდაცვის სამინისტრო
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2024 გაიმართა
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის
- Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა