საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციაზე სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:43 | 11.05.2023 ნანახია: 1010
საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით ქალი მეწარმეებისთვის 16, 17, 18 მაისს, სამდღიანი ვორქშოპი - „როგორ განვავითაროთ ელ. კომერციის პლატფორმა ბიზნესისთვის“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია გაუძღვება.
ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: როგორ შევარჩიოთ ელ. კომერციის ყველაზე ოპტიმალური პლატფორმა; როგორ მოვახდინოთ ბიზნესპროცესების გადაწყობა, იმისთვის რომ გავზარდოთ შემოსავლები ელ.კომერციის გამოყენებით და როგორ მივიღოთ გაციფრულების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერა. ვორქშოპის შემდეგ მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ შეიმუშაონ ელ.კომერციის განვითარების გეგმა საკუთარი ბიზნესისთვის და იზრუნონ საჭირო ფინანსების მოზიდვაზე.
პროექტის მიზანია ქალ მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის გაციფრულებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია პროექტში ჩართული თითოეული კომპანიის ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და ქალი მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრების (workshops) ჩატარება (გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები), რათა მიღებული ცოდნით მეწარმეებმა დამოუკიდებლად შეძლონ სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა.
„საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლის სათავეშიც ქალი დგას. ვორქშოპი სწორედ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის პროდუქტით საცალო ვაჭრობა წარმოადგენს. მოცემულ მომენტში კი, მათი ამოცანა ბიზნესში ონლაინ გაყიდვების დანერგვა ან წილის გაზრდაა. ვორქშოპის მიზანიც ესაა, მეწარმე ქალებს ელ.კომერციის განვითარებაში დაეხმაროს, რაც ონლაინ გაყიდვების გაზრდას ემსახურება. ვორქშოპის შედეგად მათ ექნებათ წარმოდგენა საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობის შესახებ. მეწარმეები შეიმუშავებენ ელ.კომერციის განვითარების გეგმას და შეძლებენ ელ.კომერციის გამართვისთვის აპლიკაციის შევსებას დაფინანსების მოთხოვნის მიზნით“, - განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.
ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და გაყიდვების ზრდა. მეორე შეხვედრას კი სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით - "კარგი დამსაქმებლის სტრატეგია".
ინფორმაციისთვის, ლარისა პატარაია 10 წელია ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობაშია ჩართული და მეწარმეებს გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესში ეხმარება. ის ამ პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტ კვლევით და ბიზნესის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. მას აკადემიური საქმიანობის ფარგლებში ეკავა ასოცირებული პროფესორის პოზიცია და 5 წლის განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტრატეგიის ინსტიტუტის აფილირებული პროფესორი.
ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















