საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისში ნუშის ბაღები გააშენა
საქართველო, თბილისი - 15:44 | 01.05.2023 ნანახია: 5809
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს და ამ მიმართულებით პროექტების წახალისებას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახიდურში ნუშის ბაღი, პირველი ეტაპისთვის 40 ჰა-ზე გააშენა. ჯამში „მკისას“ ნუშის ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია 100 ჰა-ს მოიცავს.
ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, წვეთოვანი სარწყავის, ლოკალური მეტეო სადგურის, სენსორული მართვის სისტემის მოწყობასა და ბაღის გაშენებისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.
„გლობალურ ბაზარზე ნუშის ნაყოფზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. საქართველოს ბანკისა და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით კი, ნუშის კულტურის გაშენება საკმაოდ პერსპექტიული გახდა. ჩვენი გუნდი სოფლის მეურნეობის სექტორს 2015 წლიდან აკვირდება. 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც საქართველოს ბანკის ნუშის სუპერინტენსიური ტიპის ბაღის ახალ პროგრამას გავეცანით და შესაძლებლობებიც შევაფასეთ, ბოლნისში ნუშის ბაღების გაშენება გადავწყვიტეთ. პირველ მოსავალს წელს, ზაფხულის ბოლოს მივიღებთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის რეალიზებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან. მაღალი სტანდარტების დაცვის შედეგად, ჩვენი პროდუქციით ევროპის სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად დაინტერესდნენ“, - აღნიშნავს „მკისას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიგი გაჩეჩილაძე.
„მკისა“ ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა და პირველივე დღიდან ჩვენი პარტნიორია. კომპანია უკვე სამი წელია სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიურადაა ჩართული და ქვეყნისთვის სტრატეგიულად ორ მნიშვნელოვან კულტურას: მოცვსა და ნუშს ავითარებს. კომპანია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს. ამას გარდა, კომპანია კარგი დამსაქმებელიცაა. ის პროექტების მიხედვით 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც უმუშევრობის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო აფციაური.
ინფორმაციისთვის, კომპანია ,,მკისა” 2020 წლიდან აგრონომიულ სფეროში აქტიურადაა ჩართული. „მკისა“ ამჯერად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოცვისა და ნუშის ბაღებს ფლობს. ნუშის ბაღი გაშენებულია ბოლნისში. მოცვი კი, წყალტუბოსა და ხობში. კომპანიის ბაღები გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებითა და ინფრასტრუქტურით.
პოლიტიკა
- ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან - ელენე ხოშტარია
- ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველფრით საკუთარი თავი დაისაჯა - ირაკლი კობახიძე
- ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები - შარლ მიშელი
- საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა
საზოგადოება
- „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით ჩატარებულმა კამპანიამ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს ჯილდო მიიღო
- საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ოპერატორებს უზიარებს გამოცდილებას
- ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა - ეროვნული ბანკი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კინგსი ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას იწყებს
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან IBIS-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება
- Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ქობულეთში 115 ნომრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი- DREAM RESIDENCE აშენდება- პარტნიორი საქართველოს ბანკია
- საქართველოს კაპიტალმა, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის დახმარებით, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით განათავსა $150 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები
მსოფლიო
- რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო
- აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს - ენტონი ბლინკენი
- ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ - ესპანური მედია
- საფრანგეთი უკრაინელ პილოტებს მოამზადებს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კულტურა
- რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს - იუსტიციის სამინისტრო
- დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე
- გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო
კონფლიქტები
- აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
- ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დვანთან უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება - ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს
- საქართველოს ბანკის აგროპროდუქტები შენი აგრო ბიზნესისთვის
- საქართველოს ბანკმა Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია
- საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია