დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან - ალექსანდრე ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს
საქართველო, თბილისი - 17:23 | 31.03.2023 ნანახია: 999„მე არ მინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ამის გამო ძალიან გაკრიტიკებდით. მე მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანამიმდევრული საქართველოს ეროვნული, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას, მე მეშინოდა, რომ თქვენ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ გამოსვლისას მოვისმინე და ზოგადად, ბოლო პერიოდში თქვენგან საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს ვისმენ. მადლობა თქვენ იმ პოზიციისთვის, რომლითაც ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ საქართველოს. დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.
მისი თქმით, ჩვენს სახელმწიფოს ახლა აქვს ორი დიდი მიზანი, ეს არის უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი და 2024 წელს, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება.
„უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა ევროპის კარი ღიაა და ჩვენ კონკრეტული დავალებები უნდა შევასრულოთ. მეორე ისტორიული ამოცანაა, რომ 2024 წელს ხელისუფლება შეიცვალოს. „ქართული ოცნება“ დღეს არის უიდეო და უშინაარსო ძალა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ინერციაზეა გადასული. ღრმად მწამს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა იქნება დიდი ნაბიჯი წინ ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გადმოსვლა დარბაზის საპირისპირო მხარეს ასევე, არ შეიძლება რადგან ეს იქნება 3-5 ნაბიჯი უკან გადადგმული, ვინაიდან თქვენ ამ 11 წლის განმავლობაში მხოლოდ რევანშიზმით ხართ შეპყრობილი. ამ ორი ეროვნული მიზნის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















