რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა ნება და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 13:52 | 31.03.2023 ნანახია: 725
არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
„ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა - არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის.
2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდათ, არცერთი ფორმით და არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყნას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. 2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას.
ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია - ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისუფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება.
რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის.
ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით - მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას.
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები - შარლ მიშელი
- ნატო-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ განცხადებით ჩარეცხა ყველა ომში დაღუპული ქართველების სისხლი - ლევან ხაბეიშვილი
- სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა
- ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს და საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებს - ხატია დეკანოიძე
საზოგადოება
- შესაძლებლობა ცოდნის მაძიებლებისათვის - „თეგეტა აკადემიაში“ 50-ამდე ახალგაზრდამ ავტომობილის აგებულების კურსზე სწავლა დაიწყო
- გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად
- საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება
- საქართველოს ბანკი უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს
სამართალი
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია
- ფეხბურთის მწვრთნელს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
- გუდამაყრის ხეობაში ერთ ადამიანს ეძებენ
- თბილისში, ართვინის ქუჩაზე ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების დროს 2 ადამიანი დაიღუპა
ეკონომიკა
- ახალციხეში 150 000 ევროს ინვესტიციით მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა - პარტნიორი საქართველოს ბანკია
- სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისში ნუშის ბაღები გააშენა
- სილქ როუდ რიალ ისთეითმა 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიაგაციები გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით გამოუშვა
მსოფლიო
- ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი - ქემალ ქილიჩდაროღლუ
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 106 სამხედრო დაიბრუნა
- რუსული მხარის განცხადებით, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები შევიდა
- საერთაშორისო საზოგადოება იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - ნიკოლ ფაშინიანი
კულტურა
- რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს - იუსტიციის სამინისტრო
- დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე
- გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო
კონფლიქტები
- ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დვანთან უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია
- ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- JCB-ს ჰიდროგენული ძრავა და ინოვაციები, რომლებიც საწვავის მომავალს შეცვლის
- Volvo EX30 SUV-ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემით იქნება აღჭურვილი
- „ავტო გალერი“ - ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი ქართულ ბაზარზე
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი საუკეთესოდ დაასახელა
სპორტი
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია
- საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
- საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა