საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
საქართველო, თბილისი - 12:21 | 29.03.2023 ნანახია: 858
"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, 30 მარტს 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური 25-ედ გაიმართება.
კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, წელს კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 30 ნახევარფინალისტი შეირჩა. მათგან ფინალურ ეტაპზე კი 11 ახალგაზრდა გადავიდა.
ფინალური ტურში მონაწილეები მოამზადებენ ხუთწუთიან გამოსვლას თემაზე: „You don’t get a second chance to get a second opinion”. კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები 11 საუკეთესო კანდიდატიდან სამ გამარჯვებულს შეარჩევენ. პირველი ადგილის მფლობელი კი ლონდონში გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი; სამხედრო ატაშეს მოადგილე, ჯოანა როი; ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე - კრისტოფერ ანდერსონი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი და საჯარო მეტყველების კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული გუგა სუხიაშვილი; განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, თამთა კამკამიძე და ESU-Georgia-ს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი.
„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული. ჩვენი კომპანია, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მეთერთმეტე წელია უჭერს მხარს. რადგან მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი, როგორც ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, ინგლისური ენის პოპულარიზაციას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სიტყვით გამომსვლელებს აქვთ უნიკალური შანსი, საქართველო ლონდონში ფინალურ კონკურსზე წარადგინონ და საკუთარი თავი მსოფლიოს გააცნონ. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა პროექტისთვის და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
- ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
სამართალი
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
მსოფლიო
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















