აშშ დახმარებას თუ შეწყვეტს, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 12:20 | 29.03.2023
ნანახია: 1124

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა ბახმუტში ბრძოლას არ მოიგებს, რუსეთი გარიგებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას შეძლებს, რის შედეგედაც უკრაინას, შესაძლოა, კომპრომისზე წასვლა მოუწიოს. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„აშშ-ში რეალურად აცნობიერებენ, რომ თუ ისინი შეწყვეტენ ჩვენს დახმარებას, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომის ამ ეტაპზე უკრაინის ნებისმიერმა მარცხმა შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბახმუტში დამარცხების შემთხვევაში, როგორც საერთაშორისო მეგობრებისგან, ისე ქვეყნის შიგნით ზეწოლა გაიზრდება. მისივე თქმით, თუ ბახმუტი დაეცემა, რუსეთი ამ გამარჯვებას დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს მიჰყიდის. 

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი იგრძნობს სისხლის სუნს. იგრზნობს უკრაინელების სისუსტეს, ისდაიწყებს ზეწოლას.

"ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ". - აღნიშნა ზელენსკიმ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე