დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ

საქართველო, თბილისი - 14:40 | 17.03.2023
ნანახია: 597

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ. როგორც BBC-ის იუწყება, აღნიშნული უსაფრთხოებას უკავშირდება.

ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ აპლიკაციის მეშვეობით ჩინეთმა შესაძლოა, უწყებრივ ტელეფონებზე დაცულ მგრძნობიარე მონაცემებზე წვდომა შეძლოს.

TikTok-ი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურადააა მოტივირებული და ფუნდამენტურად მცდარ წარმოდგენებს ეფუძნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე