Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებს შორის Galt & Taggart-ი დაასახელა
საქართველო, თბილისი - 10:26 | 23.02.2023 ნანახია: 2747
Global Finance-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია გამოაქვეყნა, “გალტ & თაგარტი” კი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისები და ინოვაციები განაპირობებს.
Global Finance-ის ჟურნალმა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია წელს 24-ედ გამოავლინა. ამ სიაში Galt & Taggart-ი J.P Morgan-ის, Societe General-ის, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ისა და მსოფლიოს წამყვან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დასახელდა.
„გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპანიები საინვესტიციო ბანკირების რჩევებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. განსაკუთრებით კი, კრიზისულ პერიოდში. წელს, ბაზარზე რეკორდული ინფლაციისა და ეკონომიკური ბუნდოვანების ფონზე, Global Finance-ი სიამაყით წარმოგიდგენთ ამ სექტორის წამყვან ინსტიტუტებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი 2023-ის“ ტიტული დაიმსახურეს“, - აღნიშნავს ჯოზეფ დ. ჯიარაფუტო, Global Finance-ის მთავარი რედაქტორი.
“მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წელს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა „საუკეთესო საინვესტიციო ბანკის“ ჯილდოს მიღება. გალტ & თაგარტის გლობალური აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა, წვლილი შევიტანოთ საქართველოს საინვესტიციო ბაზრის განვითარების პროცესში, სწორი ორიენტირისკენ მიემართება. ეს ჩვენთვის Global Finance-ის მიერ გადმოცემული რიგით მეშვიდე ჯილდოა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის შევქმნათ უფრო მეტად ინოვაციური და ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტები“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
ინფორმაციისთვის, Global Finance-ის ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა და მას მსოფლიოს 193 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ჟურნალი უკვე 36 წელია, მსოფლიოს ფინანსურ საზოგადოებაში უმაღლესი სტანდარტის საზომია.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















