ბრიუს უილისის ოჯახის ცნობით, მსახიობს დემენცია აქვს

საქართველო, თბილისი - 10:30 | 17.02.2023
ნანახია: 31745

ბრიუს უილისის ოჯახის ინფორმაციით, მსახიობს დემენცია აქვს. ოჯახის წევრების თქმით, მათ უკვე იციან ზუსტი დიაგნოზი.

"შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი". - წერს სოციალურ ქსელში ბრიუს უილისის ოჯახი. მათი თქმით, მსახიობს ფრონტტემპორალური დემენცია აქვს.

67 წლის მსახიობს გასული წლის გაზაფხულზე დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი - რაც მეტყველების გაძნელებას იწვევს. ოჯახის თქმით, დაავადება პროგრესირებდა.

უილისმა ავადმყოფობის გამო კინოინდუსტრია გასულ წელს  დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე