ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

საქართველო, თბილისი - 21:09 | 05.02.2023
ნანახია: 12354

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

დილის სესიაში ტატომ იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი და თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკი იგივე ვანო რევაზიშვილი დაამარცხა.

გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა მაისურაძე (90 კგ.), რომელმაც რეპეშაჟის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩეხი დავიდ კლამერტი გოლდენ სქორში დაამარცხა.

დღეს გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).

გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე