საქართველოს ბანკის და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 11:19 | 03.02.2023 ნანახია: 685
საქართველოს ბანკის და ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი დისკუსია საინვესტიციო პოლიტიკაზე გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს. დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
„ვფიქრობ, დისკუსიამ სრულად უპასუხა დასახულ მიზანს, ვინაიდან, შედგა საკმაოდ საინტერესო დიალოგი ქვეყნისათვის უმთავრეს თემაზე - საინვესტიციო პოლიტიკაზე. ჩვენ ნათლად დავინახეთ სახელმწიფოს პრიორიტეული ხედვა ინვესტიციებთან მიმართებაში, დავინახეთ კერძო სექტორის მხარდაჭერა და მოლოდინები, ანალიტიკური სფეროს კვალიფიციური შეფასება. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყნის ახალი, მნიშნელოვანი როლიდან გამომდინარე დგას. ჩვენ დავინახეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობა არსებობს“,- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატიის“ შესახებ გასულ წლის 10 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე დისკუსია კი 12 დეკემბერს ჩატარდა, რომლის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და პოლონურ კვლევით ორგანიზაციას - „Foundation Institute for Eastern Studies” - შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის შედეგადაც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი უკვე საქართველოს ბანკისა და "ჯეოქეისის" ერთობლივი პროექტის მთავარი ,ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















