ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას - საპატრიარქოს განმარტება გელათის საკითხზე
საქართველო, თბილისი - 17:36 | 01.02.2023 ნანახია: 155
საქართველოს საპატრიარქოს გელათის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და იქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს. საპატრიარქოს თქმით, ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
„აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ, ისტორიულად და დღესაც, ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.
რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე, გვინდა, შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით” გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 31 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება წერდა, რომ “დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია”, ასევე, “ცენტრის ხელმძღვანელისგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული”. ამასთან, სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ანგარიში არა სამინისტროში ან ცენტრში, არამედ პარტიის ოფისში წარადგინეს.
ასევე, სამინისტრო ზედაპირულს უწოდებს დასკვნას, ავტორებს კი არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გელათზე დასკვნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ცენტრმა მოამზადა, სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
პოლიტიკა
- დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან - ალექსანდრე ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს
- ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს - სალომე ზურაბიშვილი
- რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა ნება და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა - სალომე ზურაბიშვილი
- რაც უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა - ომს - სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
- მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, შეასრულოს ექიმების მოთხოვნა და დანიშნულება - მალხაზ ურთქმელიძე
- 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება
სამართალი
- სქესობრივი კავშირის იძულება, პირადი მიმოწერის გავრცელება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - საგამოძიებო სამსახურმა 4 პირი დააკავა, 1 - ამხილა
- ქობულეთში მანქანას ხე დაეცა - არის მსხვერპლი
- პოლიციამ, თბილისში განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა
- კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს
- „კარგი დამსაქმებლის სტრატეგია“ - საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი გაიმართება
- საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მონაწილე გადამზადდა
- Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებს შორის Galt & Taggart-ი დაასახელა
მსოფლიო
- აშშ დახმარებას თუ შეწყვეტს, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ - ზელენსკი
- საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
- უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევისთვის ძალიან კარგი შანსები აქვს - ლოიდ ოსტინი
- პოლონეთის განცხადებით, ბელარუსს ახალი სანქციები ელოდება რუსეთის გეგმების გამო, განათავსოს მის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კონფლიქტები
- რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია
- ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი
- აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა - ზახაროვა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგარანტიო პერიოდის 15 წლამდე ვადით გაგრძელებას სთავაზობს
- „მოგზაური ბიბლიოთეკის“ შემდეგი გაჩერება - დათო გორგილაძის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
- #ერთადმოვდივართ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
- საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება