ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას არ გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 31.01.2023
ნანახია: 191

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს.

"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას.

მოგვიანებით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ აშშ ისედაც დიდი რაოდენობით შეიარაღებას აწვდის უკრაინას.

მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა უკრაინას ტანკები მიაწოდეს, კიევი დასავლეთს სთხოვდა მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები მიეწოდებინა.

აშშ-მა მანამდე უკვე განაცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის თვითმფრინავების გაგზავნა შეუძლებლად მიაჩნია. ამასთან, ევროპაში არ გამორიცხავდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ საბრძოლო მოქმედბების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აღნიშნული პოზიცია შესაძლოა, შეცვლილიყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე