რუსეთმა, სავარაუდოდ, მეტად კოორდინირებულად განავითარა შეტევები უჰლედარისა და პავლოვკის ირგვლივ - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 31.01.2023
ნანახია: 270

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშში წერს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, მეტად კოორდინირებულად  განავითარა დაზვერვითი შეტევები ქალაქების - პავლოვკისა და უჰლედარის ირგვლივ.

ეს დასახლებები მდებარეობს დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 50 კმ-ში. რუსეთის ძალებმა რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწიეს მდინარე კაშლაგაჩის მიღმა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ფრონტის ხაზს წარმოადგენდა.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის სარდლობას, სავარაუდოდ მიზნად აქვს დასახული შეიმუშაოს შეტევის ახალი გეგმა   დონეცკის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და უკრაინის არმია განდევნოს ბახმუტის მიმართულებიდან, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

ბრიტანეთის დაზვრევაში ამბობენ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთი მოიპოვებს ლოკალურ წარმატებებს ამ სექტორში. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს საკმარისი ძალები ჰყავდეს ამ რაიონში, რათა ოპერატიულად მიშვნელოვან გარღვევას მიაღწიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე