ნორვეგია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მარტის ბოლოს მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 11:32 | 31.01.2023
ნანახია: 265

ნორვეგია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს, რაც შეიძლება სწრაფად, მარტის ბოლოს მიაწვდის.

ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა AFP-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტანკების რაოდენობას რაც შეეხება, ოსლო ჯერჯერობით მათ ზუსტ რიცხვს არ ასახელებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია გადაწყვეტილება რაოდენობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ნორვეგია ვეროპის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც უკრაინას ტანკების მიწოდებას დაჰპირდნენ.

სკანდინავიის სახელმწიფოს შეიარაღებაში Leopard 2-ის ტიპის 36 ტანკი ჰყავს.

მანამდე გრამმა განაცხადა, რომ უკრაინაში Leopard 2A4-ის ტიპის ტანკები გაიგზავნება - იგივე მოდიფიკაციის, რომელსაც პოლონეთი უკრაინაში აგზავნის.

ამასთან, მედიის ცნობით, ნორვეგია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის 8 ტანკის მიწოდებას განიხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე