საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია - ევროკავშირის საბჭო

საქართველო, თბილისი - 20:22 | 30.01.2023
ნანახია: 178

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია.

„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის განმტკიცებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს განახლებულ იმპულსს აძლევს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხების შემდგომ პროგრესს ამ ქვეყნებში და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნულია დოკუმემნტში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღიარებს ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების პროცესის მიმდინარეობისას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერებაში.

„ევროკავშირი და ევროპის საბჭო გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატ ქვეყნებს და პოტენციურ კანდიდატებს, მიაღწიონ ხელშესახებ პროგრესს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მათი რეფორმების საერთო პროცესში. ჩვენი საერთო პროგრამები გაფართოებისა და სამეზობლოს რეგიონებში გააგრძელებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე