საქართველოს ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი Batumi Grand Mall გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 20:09 | 28.12.2022 ნანახია: 1038
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა, Batumi Grand Mall-თან ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება.
პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. პარტნიორობის ფარგლებში, ენერგო ეფექტური დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანია დამატებით მიიღებს გრანტს EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორები არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ, რომლის ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალი მოლი 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი 100-ზე მეტი ბრენდი იქნება. მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, US Polo და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტური იქნება, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35%-მდე შეამცირებს“, - განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ამ დროის მონაცემებით 750-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ.
„მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ბათუმში სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. ენერგო ეფექტური ტექნოლოგიები, რაც ინვესტიციის შემადგენელი ნაწილია, სავაჭრო ცენტრის მუშაობისას ნაკლები ენერგიის გამოყენებას გულისხმობს. ეს კი მომავალში ჩადებული ინვესტიციაა,“ განაცხადა კატარინა ბიორლენ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















