დღეს, ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:22 | 07.03.2016
ნანახია: 1753

დღეს, 19:30 საათზე, კახიძის მუსიკალურ ცენტრში ცნობილი  ქართველი კომპოზიტორისა და  დირიჟორის - ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ანსამბლი „რუსთავი“, ბიჭუნათა ანსამბლი „მძლევარი“, 28-ე სახელოვნებო სკოლის ბავშთა ანსამბლი, სოლისტები - თინათინ მამულაშვილი (სოპრანო) და ირაკლი მუჯირი (ბარიტონი).

7 მარტი  ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა, იგი  2002 წელს გარდაიცვალა. მისი ხსნოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ამავე პროგრამით, განმეორებით 12 მარტს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე