აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 09.12.2022
ნანახია: 123

აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. დახმარების პაკეტი მოიცავს დრონების იერიშის წინააღმდეგ საბრძოლო საშუალებებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემების სხვა აღჭურვილობას. ინფორმაციას სააგენტო reuters ავრცელებს.  

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დრონების საწინააღდეგო რა სახის საშუალებები ან საჰაერო თავდაცვის სისტემების რომელი აღჭურვილობა შევა ახალ პაკეტში, ჯერ არ ვრცელდება

მოსალოდნელია, რომ პენტაგონი კიევს ასევე გადასცემს Lockheed Martin-ის წარმოების რაკეტებს HIMARS-ის გამშვები დანადგარებისათვის, 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალებს, Humvee-ის სამხედრო ავტომობილებსა და გენერატორებს.

ოფიციალურად, ახალი პაკეტის შესახებ განცხადებას ვაშინგტონში დღეს გააკეთებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე