გამოვთქვამ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 14:06 | 09.12.2022
ნანახია: 230

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო.

იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში 1-ელ დეკემბერს დაიღუპა.

 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე